LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის: საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული

178
20220314154257

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის. ამის შესახებ იუწყება საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულს ანდრეი კასიანოვი.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა

„ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა კასიანოვმა.

უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ რუსულ ჯარს პრობლემები აქვს.

“მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება. უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული. ხოლო აგრესორ ქვეყანას წითელი ჯვრის გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებთან და ლტოლვილებთან“, – განაცხადა კასიანოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g