LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანი: „არც ყურადღება მაკლია, არც ქათინაურები, რაც მეუღლისთვისაც ძალიან სასიამოვნოა… ბექა საოცრად ერთგული და კეთილი ადამიანია…“

1771
მანიკა ასათიანი

ტელესახე და მოდელი მანიკა ასათიანი რადიო „ფორტუნას“ ეთერში ესტუმრა თათა სადრაძის გადაცემას „არტ ფმ“.

მან სხვა ბევრ თემასთან ერთად, ისაუბრა იმის შესახებ, როგორ უყურებს მის წარმატებას მეუღლე.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

როგორ რეაგირებს თქვენი მეუღლე, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან?

არც ყურადღება მაკლია, არც ქათინაურები, რაც მეუღლისთვისაც ძალიან სასიამოვნოა. მგონი სხვანაირად არც შეიძლება, არ ვიცი, სიხარულის მეტს რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, როცა მის მეორე ნახევარს აქებენ.

როგორ შეაფასა მეუღლემ პროექტში „ვინ ვინ არის“ თქვენი ნამღერი?

ბექამ ყველაზე კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები, ამიტომ არ გაჰკვირვებია, როცა პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე. მეტიც, სწორედ ის იყო ერთადერთი, ვისაც ყველაფერს  დეტალურად ვუყვებოდი და ვუზიარებდი. სიმართლე ვთქვა, ურთულესი, ძალიან შრომატევადი პროექტი იყო, რომელმაც უზარმაზარი დრო, ენერგია და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა მოითხოვა, თუმცა მაინც აზარტით ჩავები, რადგან ძალიან მინდოდა შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და საკუთარი ნიჭის რეალიზება. მეუღლისგან განსხვავებით, არაფერი იცოდა ჩემმა შვილმა – გიომ, რომლისთვისაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი გამარჯვება. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ პროექტში ვმონაწილეობდი, არასდროს ვაკეთებდი აქცენტს შოუზე, რათა ვინმეს ეჭვი არ გასჩენოდა, თუმცა ჩემი სიმღერა მოვასმენინე, მაინტერესებდა რას იტყოდა და რა თქმა უნდა, ვერ მიცნო.

როგორ დაახასიათებთ მეუღლეს?

ბექა საოცრად ერთგული და კეთილი ადამიანია. ყოველთვის გულწრფელად უხარია სხვისი წარმატება, რაც მართლაც არაჩვეულებრივი თვისებაა, რადგან გასაჭირში გვერდში დგომა ყველას შეუძლია, სხვისი ბედნიერების გაზიარება კი, ყოველთვის უჭირთ ადამიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g