LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ კახიძეს ქალიშვილი იხსენებს: „ვიღაცასთან ძალიან პრინციპული და უხეში იყო, ვიღაცასთან კი, პირიქით ძალიან თბილი და მოსიყვარულე… უცნაურია, მაგრამ არასდროს თვლიდა თავს კომპოზიტორად…“

177
ჯანსუღ და თეკა კახიძეები

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი თეკა კახიძე სტუმრობდა, რომელმაც მამის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა:

ჯანსუღ კახიძე არა მხოლოდ მრავალფეროვანი მუსიკოსი, არამედ მეტად მრავალმხრივი ადამიანი იყო. ძალიან ბევრ ჟანრში მოღვაწეობდა – ფოლკლორით დაწყებული, სიმფონიური მუსიკით დასრულებული. უამრავი მეგობარი ჰყავდა, ძალიან უყვარდა ქართული ტრადიციები თავისი ლხინითა და სიმღერებით. ჯანსუღზე ყველას თავისი შეხედულება აქვს, რადგან ყველასთან განსხვავებულად ურთიერთობა ჰქონდა, ვიღაცასთან ძალიან პრინციპული და უხეში იყო, ვიღაცასთან კი, პირიქით ძალიან თბილი და მოსიყვარულე. საშინლად არ უყვარდა უნიჭობა და საერთოდ არ შეეძლო ტყუილის თქმა, ამიტომ ყველას პირდაპირ ეუბნებოდა, რასაც ფიქრობდა. სიამოვნებით ეხმარებოდა ყველას, ვისაც მცირე ნიჭი მაინც ჰქონდა, ვერ იტანდა უდისციპლინობას და უპასუხისმგებლობას.

მართალია, სახლში იშვიათად ვხედავდით, მაგრამ მაინც ბრწყინვალე მამა იყო, რადგან ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა მასთან საუბარი, ყველაფერი ესმოდა და ყოველთვის სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. ყოველთვის უამრავი იდეა ჰქონდა, ენთუზიაზმით ებმებოდა ახალ წამოწყებაში, მაგრამ ყოველთვის წინააღმდეგობას აწყდებოდა, რაც განწყობას უფუჭებდა.

უცნაურია, მაგრამ არასდროს თვლიდა თავს კომპოზიტორად, მუსიკა უფრო გატაცებად მიაჩნდა, რადგან მუსიკალურ გარემოში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდან მღეროდა, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი სასიმღერო სტილი, რომელიც ყოველთვის განსხვავდებოდა სხვა ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრებისგან…“

გადაცემა ვრცლად…

„ფესტივალი ხდება 10 წლის, ჯანო კახიძეს შეუსრულდებოდა 90 წელი, ამიტომ ფესტივალის ბოლოს ორი საღამო სწორედ მის შემოქმედებას მიეძღვნება” – თეკა კახიძე „არტ-FM“-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g