LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

149
Untitled design (3)

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა.

ვიდეო: „აღენიშნებოდა დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა, მხრის ძვლის და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა“ – 13 წლის შემდეგ სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 პირი დააკავეს

სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი მათ 10-15 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები