LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან“ – დეგნანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

117
კელი დეგნანი

„საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას “, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა სხვა ქვეყნებისთვის არც ისეთი სასარგებლოა“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

აღნიშნულით დიპლომატმა უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს.

„პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს“ – ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა: რა წერია დოკუმენტში

დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სფეროებისა და დარგების მიხედვით, თუ რა საკითხები იქნება პრიორიტეტული ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში და რა მიმართულებებით გაღრმავდება თანამშრომლობა. 

როგორც კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს გადასაწყვეტია, ვინ იქნება მისი პარტნიორი:

„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენდუში. შესანიშნავი სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ საერთაშორისო შეჯიბრებაზე იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას “, მას შემდეგ რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის.

მაჭარაშვილი: ისედაც შოკში მყოფმა ოპოზიციამ მეორე ინფარქტი მიიღო, როცა ჩინეთმა პრემიერი მაღალ დონეზე მიიღო

ასე რომ, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა მიიღოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები“, – აღნიშნა ელჩმა.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული 30 წლის განმავლობაში და რომ საქართველო-აშშ-ის პარტნიორობას კონკრეტული შედეგები მოაქვს.

ჩინეთის პრემიერი ღარიბაშვილს: ვიცი, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში, ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g