LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე – როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია?!“ – კობახიძე

183
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით მოქალაქეების პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გემი აფხაზეთში არ შესულა, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არ დაურღვევიათ.

Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პატრონები „ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც, მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა“.

„რუსული გემის ადგილი საქართველოში არ არის!“ – საკრუიზო ლაინერს Astoria Grande ბათუმის პორტში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ 

„თუმცა, საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ გუშინდელ აქციაზე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, გახარიას პარტიის, „გირჩის“ და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა, არავინ მივიდა.

„ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი.. მე კიდევ ციხეში მაკარგინებთ დროს..“ – სააკაშვილი

რაც შეეხება უშუალოდ კრუიზს, როგორც მოგეხსენებათ, გემი დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ. მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც. გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას.

სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც, მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა,“– აღნიშნა კობახიძემ.

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! – ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა“ – კალაძე

„იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ, რამდენიმე საათი დაყონ“.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რუსი ტურისტების და ლაინერის შემოსვლის აუცილებლობას ეკონომიკური სარგებლით ხსნის და აცხადებს, რომ „თითოეული კრუიზიდან საქართველოში 350 000 ლარზე მეტი რჩება

„აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 000 ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 000-ს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 000-ს – გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. „ნაციონალებმა“ იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც, მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა.

ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა.

მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს პროვოკაციაზე სათანადო რეაგირებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მომავალში კრუიზით საქართველოში გაჩერება არ იგეგმება“ – Astoria Grande 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ელჩის განცხადება გაუგებარია.

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

„ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა. ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე და როდესაც ამბობ ისეთ ფრაზებს, რაც უკავშირდება ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას, აქ არ ვიცი რა შეფასება უნდა გავაკეთო.

ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს. ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, უბრალოდ არასწორია.

შეგახსენებთ, რომ არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორების დასჯა. ძალადობა ხომ იყო კვერცხების სროლა და ა.შ. 7-8 მარტი იყო ძალადობა, გუშინდელი აქციაც ძალადობა იყო. ძალადობას სხვადასხვა ფორმა აქვს, 7-8 მარტს იყო უხეში ძალადობა, გუშინ შედარებით რბილი, მაგრამ ძალადობა ძალადობაა. ლისზე 3000 კაცი იყო შეკრებილი, შეიძლება მეტიც და არ იყვნენ არც ერთი პარტიის აქტივის წარმომადგენლები და ხალხის პროტესტი არ დაურქმევია არავის ამისთვის, მაგრამ როცა 150 კოლექტიური „ნაციონალი“ იკრიბება სადღაც და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს – აქ ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g