LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომავალში კრუიზით საქართველოში გაჩერება არ იგეგმება“ – Astoria Grande 

153
astoria (1)

„ბათუმში ტურები აღარ გვექნება“, – აცხადებენ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ში. BMG-ის კითხვაზე, კომპანიის გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა ბათუმში მიმდინარე პროცესებს, აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი ფაქტთან კავშირში არ არის. მათი თქმით, კომპანიის აგვისტოდან დაგეგმილ ტურებში აჭარა გათვალისწინებული არ იყო და ბათუმი აქამდე დამატებით მარშრუტად იყო ჩასმული.

„საპროტესტო აქციები არაფერ შუაშია. ბათუმი დამატებით მარშრუტად იყო ჩასმული. ბოლო, 29 ივლისს დაწყებული ტურის შემდეგ, სიაში ეს ქალაქი არ გვქონია. მომავალში კრუიზით საქართველოში გაჩერება არ იგეგმება“, – განაცხადეს Astoria Grande-ში.

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი „ASTORIA GRANDE“, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის მეორედ შემოვიდა.

ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში პირველად 27 ივლის შემოვიდა. გემი მოქალაქეებმა საპროტესტო აქციით გააცილეს.

წყარო: BM.GE

ფოტო: რუსუდან ცხომელიძე

ვიდეო: „ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს“ – ირაკლი კუპრაძე

„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

კალაძე: „ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა, ძალიან მარტივია.. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“ 

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g