შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე ადამიანი გამოიყვანეს. აღნიშნული ადამიანების გამოყვანა დილიდან, ვერტმფრენის 4 რეისის საშუალებით განხორციელდა.
განხორციელდება ასევე ვერტმფრენის მეხუთე რეისიც, რომლებიც სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ.
ცნობისათვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.