ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში შიდაპოლიტიკური ვითარება გაუარესდება.
„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა.
უთანხმოება მომავალში გამწვავდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს უკვე მოხდება ამ წლის შემოდგომაზე ან ზამთარში. რადგან ადამიანების რიცხვი, ვისაც ესმის, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება”, – განაცხადა დანილოვმა.