LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი პორტმანმა მეუღლეს ღალატი არ აპატია და დაშორდა – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

574
page

ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე, ბენჯამინ მილპე 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ინსაიდერების განცხადებით, ნატალიმ ქმრის ღალატის შესახებ ჯერ კიდევ მარტში შეიტყო, ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა რთული პერიოდის გადალახვას, თუმცა საბოლოოდ მან საყვარელ მამაკაცს ღალატი არ აპატია და მას დაშორდა.  სხვათა შორის, 4 აგვისტოს წყვილის ქორწინების 11 წლის იუბილე იყო, ამ დღეს ნატალი ქორწინების ბეჭდის გარეშე გამოჩნდა.

რაც შეეხება ბენჯამინის რომანს, მან ნატალის 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ იტიენთან უღალატა.

შეგახსენებთ, პორტმანმა და ქორეოგრაფმა, ბენჯამინ მილპემ ერთმანეთი „შავი გედის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მათი რომანი ერთ წელში ქორწილით დაგვირგვინდა, წყვილი ორ შვილს ზრდის.

ღალატის შემდგომი გარჩევები – პაპარაცებმა აქვითინებული ნატალი პორტმანი გადაიღეს – ახალი დეტალები

„როგორ შევინარჩუნოთ ქორწინება კოცნითა და წითელი ვარდით“ – ნატალი პორტმანის ქმარი ღალატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები