LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სატელიტური მონაცემებით დასტურდება, რომ სტიქიამდე წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია” – თანდილაშვილი

586
BeFunky-collage - 2023-08-09T223436.935

სატელიტური მონაცემებით დასტურდება, რომ სტიქიამდე წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სატელიტურ მონაცემებში ჩანს, რომ არ იყო წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო კლდეზვავური მასის მყისიერი ჩამოშლა, ნახევარი მილიონი კუბური მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, რის გამოც გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ის შედეგები, რასაც ვხედავთ არის უმძიმესი.

ჩვენ გვესმის, რომ ამ მოვლენების ფონზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, განსაკუთრებით, დიდი ინტერესი არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. პირველად დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოცემულობას, რაც პირველად დასკვნაში იყო მოცემული.

მოქალაქეებისთვის გასაგები, რომ იყოს, დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის კლდეზვაური მასა მოწყდა ბუბისწყლის ხეობიდან, რომელიც 1.5 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი. დაახლოებით, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო მოწყვეტის შედეგად და გამოიარა მთლიანად ხეობა ძალიან დიდი სისწრაფით.

გამოტანილია სატელიტური მონაცემები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან მივიღეთ. ეს მონაცემები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა. არც სტიქიამდე და არც სტიქიის პროცესში არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება.

სატელიტურ მონაცემებში ჩანს, რომ არ იყო წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო კლდეზვავური მასის მყისიერი ჩამოშლა, ნახევარი მილიონი კუბური მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, რის გამოც გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენის განვითარებასთან, საქმე გვაქვს კომპლექსურ პროცესებთან. რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბი, რაც ერთად ვნახეთ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g