LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა თორნიკე გრიგალაშვილმა ზაგრებში (ხორვატია) გამართულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე საბრძოლო სპორტში ვერცხლის მედალი მოიპოვა

137
BeFunky-collage1

2023 წლის ივლისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტი თორნიკე გრიგალაშვილი ზაგრებში (ხორვატია) გამართულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე საბრძოლო სპორტში ვერცხლის მედალოსანი გახდა, შესაბამისად, აღნიშნულ ტურნირზე სტუდენტმა მეორე ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა  42 ქვეყნის 1500-ზე მეტი წარმომადგენელი. ტურნირზე ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო 13 სტუდენტით. ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თორნიკე გრიგალაშვილს და თსსუ-ის სპორტის ცენტრს (დირექტორი: გიორგი შუბითიძე) ამ დიდ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე გრიგალაშვილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით არაერთ ტურნირზე აქვს გამარჯვება მოპოვებული. მათ შორის, გამორჩეულია საქართველოს უნივერსიადა-2022, სადაც  თსსუ-ის სტუდენტი ჩემპიონი გახდა სამ სპორტულ სახეობაში (ქართული ჭიდაობა, სამბო, ძიუდო) და მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამი ოქროს მედალი მოუტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები