LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?…მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს” – გია ხუხაშვილი

1568
BeFunky-collage - 2023-08-13T231811.989

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ვახტანგ გომელაურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ვახტანგ გომელაური – რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ასჯერ მაქვს ახსნილი – შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი

„რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?
ფაქტია, რომ ის ადგილზე არ იყო, ანუ ან გადაწყვეტილებას სხვა იღებდა, ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს.

ახლა მან ამ კომენტარით, ფაქტობრივად აღიარა სისტემის მხრიდან პროტოკოლის დარღვევა (თუ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება) და შესაბამისად დანაშაული.

ახლა მთავარი კითხვაა – ვინ მიიღო რეალურად გადაწყვეტილება იმ ღამით სამაშველო ოპერაციის შეწყვეტაზე?
აი, თუნდაც ამიტომ არის აუცილებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – წერს ხუხაშვილი.

გომელაური: საფრანგეთში შევიძინეთ 3 ვერტმფრენი, წესით, პირველი 2024 წლის მარტში ჩამოვა

შეგახსენებთ, სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი და ის გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე, ლუსის დედაა. შოვის ტრაგედიის გამო დედის გარეშე დარჩენილ ლუსის კი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე“, ან კანფეტზე და მოუტანს – სოფო ბაკურაძის ახლობელი

„ჩვენი ლუსის დედა“ – შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები