LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე – ვინმემ რომ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხი ბუნებრივია, უარი იქნება – აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება

129
fortuna 22

ეს მიდგომა მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც, მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, – ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოახერხოს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მისთვის გასაგებია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ნატოს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ნეგატიურად შეაფასა.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატოს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის იყოს გზა მშვიდობის მისაღწევად და ნატოში გასაწევრიანებლად.

„უცნაური რჩევაა“ – ოფიციალური კიევის პასუხი ნატოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განიხილონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g