LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნაური რჩევაა“ – ოფიციალური კიევის პასუხი ნატოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განიხილონ

207
უკრაინა

ეს ძალიან უცნაური წინადადებაა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადებას.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ ქვეყანას არ გაუვლია მსგავსი გამოცდა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, რჩევა მოგვცეთ, დღეს კიდევ ერთმა ფიგურამ გააკეთა განცხადება ჩვენს მიწებთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს. ვგულისხმობ ნატოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ეს უცნაური რჩევაა. სრულიად გაუგებარია, რატომ გაკეთდა ეს“, – განაცხადა დანილოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მწვავედ გააკრიტიკა ნატოს წარმომადგენლის განცხადება, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.

„ტერიტორიის ნატოს ქოლგაზე გაცვლა? სასაცილოა. ეს ნიშნავს დემოკრატიის დამარცხების გააზრებულ არჩევას, გლობალური დანაშაულის წახალისებას, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სხვა თაობებისთვის გადაცემას“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, თუ პუტინი არ განიცდის გამანადგურებელ მარცხს, არ შეიცვლება პოლიტიკური რეჟიმი რუსეთში და არ დაისჯებიან ომის დამნაშავეები, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის უფრო დიდ მადასთან ერთად.

„პუტინის ტრიუმფი არ მოუტანს მშვიდობას მსოფლიოს, არამედ მოუტანს სირცხვილსა და ომს. ეს ეხება „ევროპის ახალი დაყოფის“ ნებისმიერ ფორმატს: მათ შორის ნატოს ქოლგის ქვეშ. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება იარაღის მიწოდების დაჩქარების ნაცვლად? მკვლელები არ უნდა წაახალისონ შემზარავი ინდულგენციებით“, – დასძინა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, მანამდე ნატოს გენერალური ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g