LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზნიკოვი: უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს

124
ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მფრინავების გარდა, სწავლებაში მონაწილეობენ ასევე ინჟინრები და ტექნიკოსები.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ მფრინავების მომზადების მინიმალური ვადა ექვსი თვეა. სწავლის დასრულების შესახებ ინსტრუქტორები განაცხადებენ, როდესაც ნახავენ, როგორ აითვისეს ახალი უნარები უკრაინელმა სამხედროებმა და ტექნიკურმა პერსონალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები