LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას – რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!“ – ხუნდაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

136
დიმიტრი ხუნდაძე

„უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას. მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.

დეპუტატი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სამართლიანობის აღდგენას უსურვებს:

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

თავისუფლებაზე დიდი მიღწევა არც ერთი ერისთვის არ არსებობს და უფალმა ინებოს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყოს!

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს

„გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი.“

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას!

ასევე, უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას.

მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

„საქართველო თქვენ გვერდით დგას, თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს“ – სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g