პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს.
მიხეილ ყაველაშვილი უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სიმტკიცეს და ღირსეულ მომავალს უსურვებს.
„ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს! დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა.
საქართველომ, რომლის ისტორიაც თავისუფლებისთვის უწყვეტ ბრძოლას წარმოადგენს, კარგად იცის სუვერენიტეტის ჭეშმარიტი ფასი. ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
