LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

113
პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სერდარ ბერდიმუჰამედოვს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

„პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 17 ივლისს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. უწყების ცნობითვე, გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები