LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი ანტონიო გუტერეშს შეხვდა

118
მიხეილ ყაველაშვილი

„ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შევხვდი. დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძოს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობა და წვლილი შეიტანოს იმ ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც მშვიდობისა და მდგრადი განვითარების განმტკიცებას ისახავს მიზნად“, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, მან ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

„მსოფლიო დღეს არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, რაც საერთაშორისო თანამშრომლობასა და ეფექტიანი მრავალმხრივი ინსტიტუტების როლს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის. ამ მხრივ, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის კუთხით.

დავაფიქსირე საქართველოს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძოს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობა და წვლილი შეიტანოს იმ ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც მშვიდობისა და მდგრადი განვითარების განმტკიცებას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით.

ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა კიდევ ერთხელ დავუდასტურე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები