LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება – დროა წინ წავიწიოთ

153
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს.

როგორც მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე აღნიშნა, „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“.

მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ.

ეს იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა დავისახოთ მკაფიო მიზანი. მჯერა, რომ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის გაფართოებისთვის“, – აღნიშნა მიშელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g