LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

96 შვილის მამამ სამსახური მიატოვა და შთამომავალთა მოსაძებნად გაეშურა

122
Capture

აშშ-ში, ჯორჯიას შტატის მკვიდრი, რომელიც წლების განმავლობაში სპერმის დონორად მუშაობდა, სამსახური მიატოვა და მრავალრიცხოვანი შვილების საპოვნელად გაეშურა. ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible ავრცელებს.

32 წლის პროგრამისტს დილან სტოუნ მილერს 96 შთამომავალი ჰყავს. ყველა შვილი ხელოვნური მეთოდით ჩაისახა და ბოლო პერიოდამდე ბიოლოგიური მამა არც ერთს არ ჰყავდა ნანახი.

2020 წელს სტოუნის ერთ-ერთი ქალიშვილის დედამ მას სოც-ქსელების დახმარებით მიაგნო. იმ დროისთვის, გოგონას სახელად ჰარპერს 3 წელი შეუსრულდა. შვილთან შეხვედრის შემდეგ მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ურთიერთობა სხვა შვილებთანაც დაელაგებინა.
ამისათვის ამერიკელი სამსახურიდან წამოვიდა და ხანგრძლივი მოგზაურობა დაიწყო. 14,4 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ მამაკაცმა 25 ბიოლოგიური შვილი იპოვა.

იმისათვის, რომ მრავალრიცხოვან შთამომავლებში არ აირიოს, სტოუნი გრაფიკს აწარმოებს. ამ გრაფიკში მას შვილების სახელები, ასაკი, დაბადების თარიღი შეაქვს და ასევე იმასაც ინიშნავს, თუ როდის ეკონტაქტა ბოლოს თითოეულ მათგანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები