გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი არჩეულიდან, ადგილობრივი სტიქიის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ხიდის უქონლობის გამო მისი ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.
„ზუსტად 3 წლის უკან ხიდი წყალმა წაიღო. ჩემი ოჯახი მეზობლის ეზოდან სარგებლობდა და ვსარგებლობდით ყველა, ახლა მეზობლის ხიდიც წაიღო.
ვიდეო: „ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნებ გვიშველოთ, ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს“ – მოქალაქე სტიქიის ზონიდან დახმარებას ითხოვს
„წუხელ უკეთ მივხვდი რას განიცდიდნენ შოვის ხალხი, გავრბოდი და გზა არ იყო, ბავშვს სიცივისგან აკანკალებდა, ჩემ ლოგინში მინდა მეძინებაო“
გარე სამყაროს მოწყდა ჩემი დედ-მამა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. რა ქნას ჩემმა ოჯახმა პასუხი არის რომ ხიდი ჯდება ძვირი და ვერ აკეთებენ.
აბა ვიფრინოთ მდინარეზე? ეს არის არჩეული. მადლობა ყურადღებისთვის“. – წერს ადგილობრივი, ქეთო ჭანტურია.
ზუსტად 3 წლის უკან ხიდი წაიღო წყალმა.
მეზობლის ეზოდან სარგებლოდა ჩემი ოჯახი და ვსარგებლობდით ყველა.
ახლა მეზობლის ხიდიც წაიღო???
გარესამყაროს მოწყდა ჩემი დედ-მამა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. რაქნას ჩემმა ოჯახმა პასუხი არის რომ ხიდი ჯდება ძვირი და ვერ აკეთებენ.
აბაა ვიფრინოთ მდინარეზე???
ეს არის სოფ: არჩეული
მადლობა ყურადღებისთვის????Posted by ქეთო ჭანტურია on Friday, 8 September 2023
ეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.
განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე