LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

451
Untitled design (7)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„გურიაში, სოფელ მამათში დახმარება სჭირდებათ, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი“ – მოქალაქე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს

გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Friday, 8 September 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g