LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გუშინ დაბადების დღე მოგილოცე დავით, დღეს კი მარადისობისკენ დაგილოცავ გზას“ – რას წერენ ცნობილ ექიმ დავით ანდღულაძეზე მეგობრები

830
andguladzedavit-37691

ცნობილ ექიმ-ფსიქოთერაპევტ, ფსიქიატრს და ნარკოლოგ დავით ანდღულაძეს, რომელიც პანდემიის პერიოდში ველოსიპედით ავარიაში მოყვა მეგობრები ემშვიდობებიან.

ხანგრძლივი მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ ის სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა.

„გუშინ დაბადების დღე მოგილოცე დავით, დღეს კი მარადისობისკენ დაგილოცავ გზას. როგორ მეგონა რომ შენი გამოჯანმრთელების სასწაულის მომსწრე გავხდებოდი, როგორ მეტკინე და დამენანე, რამდენი და რამხელა განსაცდელი გადაიტანე ღირსეულად. ამ დროს, შენებური იუმორით ისევ სხვას ამხნევებდი. მჯერა, აუცილებლად უფალთან მიხვალ კეთილო ადამიანო, ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ“, „დათოოო სიკეთის განსახიერება, სიმშვიდის და ადამიანობის, თუ მკითხავენ დათო ვინ იყო ან არის შენიო… ჩემი ადამიანია ვუპასუხებ… რამდენჯერ დამეხმარე, რამდენჯერ მომეცი სწორი რჩევა… რამდენი ტკივილი გადამატანინა შენმა ერთმა მოწერილმა სიტყვამ.. ჩემო ადამიანო“, – უწერენ მეგობრები დავით ანდღულაძეს.

ნათია ფანჯიკიძე: ჩვენი კოლეგა, დათო ანდღულაძე გარდაცვლილა.. დანაკლისია ქვეყნისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g