LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“ – კობახიძე

204
კობახიძე ხაბეიშვილი და ვაშაძე

„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“, –ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის რეიტინგი პოლიტიკაში 1%-ია.

„რა არის „გამარჯვების პლატფორმა“, არ ვიცი რომელია… „ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში. ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“.

მდინარაძე: „ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი, ძალიან ჰგავს ენმ-ის დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს, ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები“

„ყველანი ცდილობენ, ერთად მიიღონ ხმები, რომელიც მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მოუგებს, რაც წარმოუდგენელია“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ზოგადად, კეზერაშვილს ახასიათებს მოგებიანი ინვესტიციები, ყველაზე საინტერესო მოგებიანია ინვესტიცია, რაც მან განახორციელა არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში 1% რეიტინგს და არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს 1% რეიტინგს პოლიტიკაში.

ღმერთმა ხელი მოუმართოს კეზერაშვილს. ოფიციალური რეიტინგი არსებობს, ორი კომპანიაა, რომელიც რეიტინგებს ზომავს. „ფორმულა“ ფსკერზეა, ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ხაბეიშვილთან ერთად“. – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ზარქუა: „მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს „ხაბეს“, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ – მაღალი რომ ხარ, ამიტომ გინდა დაჩაგრო?!“

გამოყენებულია ტვ „ფორმულას“ და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები
mazda magti 5g