LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: „მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს „ხაბეს“, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ – მაღალი რომ ხარ, ამიტომ გინდა დაჩაგრო?!“

235
ზარქუა ხაბეზე და ვაშაძეზე

„მი­ვი­და ვა­შა­ძე [პარ­ტი­ა­ში] და ჩაგ­რავს „ხა­ბეს“, ამის გამო „ცხელ შე­მოდ­გო­მას“ მო­ვუ­წყობ პარ­ლა­მენ­ტში, იმი­ტომ, რომ ეს არას­წო­რია“, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მა­ზე“ სა­უბ­რი­სას უმრავლესობის დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ „ახლა შენ იმი­ტომ, რომ მა­ღა­ლი ხარ და კი­დევ პო­პუ­ლის­ტი ხარ „ხა­ბე­ზე“ მე­ტად, ამი­ტომ გინ­და და­ჩაგ­რო?!“

ირაკლი ზარქუა: ჩამოგაგდო ხომ „ხაბემ“, გადი გვერდზე, რას ეწუწუნები, ვის ემათხოვრები, მაგრამ მელიასაც ნაქურდალის განაწილება უნდა - „კეზერა“ ქურდავს, ესენი იყოფენ

„მელიას უნდა ის „დოლია ვარავსკაია“, რაც არის ამ პარტიაში, ეს მოპარული ფულები რომ ნაწილდება, თვითონაც ამოიღოს“

როგორც ზარქუამ აღნიშნა ეს „არ მოსულა“ და ამ პლატ­ფორ­მას „პო­პუ­ლიზ­მის და ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბის“ პლატ­ფორ­მას და­არ­ქმევ­და:

„მიხ­ვე­დი პარ­ტი­ა­ში ხომ, კე­თი­ლი ინე­ბე და გა­ით­ვა­ლის­წი­ნე, ჯერ „ხაბე“, მერე ვა­შა­ძე.

პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რა­ზეც მე მხარს ვუ­ჭერ ბა­ტონ ხა­ბე­იშ­ვილს, ეკუთ­ვნის სა­მარ­თლი­ა­ნად, ეს რომ მი­ვი­და იქ და აჩო­ჩებს, არ მო­სუ­ლა ეს, არ­სად არ წე­რია.

სე­რი­ო­ზუ­ლად რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ, ორი­ვე წყალ­წა­ღე­ბუ­ლე­ბი არი­ან. 2024 – ში ხალ­ხი და­ი­ნა­ხავს, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ ჰყავს.

ირაკლი ზარქუა: ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ

ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ იდე­ა­ლუ­რე­ბი ვართ, ჩვენც გვაქვს შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცით და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ, ამის შე­დე­გე­ბი გვაქვს, მე­რამ­დე­ნე წე­ლია მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვაქვს, ჩი­ნეთ­მა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად მიგ­ვი­ღო და ეს სა­ფუძ­ვე­ლია, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­ქარ­თვე­ლო რუ­კა­ზე თა­ვის ღირ­სე­ულ ად­გილს იკა­ვებს და აძ­ლი­ე­რებს“. – გა­ნა­ცხა­და ირაკლი ზარ­ქუ­ამ.

მაჭარაშვილი: ხან მელია დაიმალება და ხაბეიშვილი ეძებს, მერე გამოვარდება მელია და ამბობს – „დაგასტუკე“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილი, ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g