LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: ხან მელია დაიმალება და ხაბეიშვილი ეძებს, მერე გამოვარდება მელია და ამბობს – „დაგასტუკე“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილი, ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე

224
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ხან მელია დაიმალება და ხაბეიშვილი ეძებს, მერე გამოვარდება მელია და ამბობს – „დაგასტუკე“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილი და ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე. საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა „დაასტუკებს“ ამ რადიკალებს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებაზე და დავით კეზერაშვილის არაფორმალურ მართვაზე.

მელია: დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა

გურამ მაჭარაშვილის თქმით, კეზერაშვილს და მერაბიშვილს პარტია ფინანსური მაქინაციების განსახორციელებლად სურთ.

„მას შემდეგ, რაც „რუსული კანონის“ მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯარო გახადა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი დასანქცირებისთვის იბრძვიან, პოლიტიკურ შოკში ჩავარდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და გადაწყვიტეს პოლიტიკური დახუჭობანას თამაში – ხან მელია დაიმალება გარკვეული ვადით და ხაბეიშვილი ეძებს, მერე მელია გამოვარდება და ამბობს – „დაგასტუკე“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილი და ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე. საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა „დაასტუკებს“ ამ რადიკალებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მელია: დღეს სააკაშვილთან ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სადმე გაგიგონიათ?

„ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა, არ არის ჩემთვის საინტერესო“ – ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g