LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა, არ არის ჩემთვის საინტერესო“ – ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას პასუხობს

159
Untitled design (2)

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.

მისი თქმით, „ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა, მისთვის საინტერესო არ არის“. ხაბეიშვილი ამბობს, რომ წუწუნით ხალხის მხარდაჭერის მოპოვება არ გამოვა.

მელია: დღეს სააკაშვილთან ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სადმე გაგიგონიათ?

„ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, იმ ქვეყანაში, სადაც 100 000 ბავშვი შიმშილობს, 400 000 პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, დაბალი პენსია, ადამიანებს არა აქვთ სამსახური. გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა, არ არის ჩემთვის საინტერესო. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის პოლიტიკოსებად ვინც მიიჩნევენ თავს და მით უმეტეს მხარდაჭერა ხალხისა და არა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ რამდენიმე საათის განმავლობაში. ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმისა და ჯუჯღუნის ყურება, შესაბამისად, ახლა დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი და სწორი.

ყველას, ვისაც ავტომობილთან შეხება ჰქონია, იცის, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს ეს ავტომობილი, დროის გასვლის შემდეგ, ზეთს თუ არ გამოვუცვლით, მისი ძრავი აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაში. წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. ასე არ გამოვა, ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას და არავის ეს არ აინტერესებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკურ იზოლაციაში მიხეილ სააკაშვილი მისი მხრიდან, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში პუტინის დავალებით ბიძინა ივანიშვილს ჰყავს.

„რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს დიახ, ტყვეობაში და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის გარეთაც, ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი. ეს არის სიმართლე, დანარჩენი კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნების, წუხილების, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, ეს მათი საქმეა, თუ რამე დამატებით იციან, ჯობია, მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე მე ვაკეთო კომენტარები“.

სოფო ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილი მზადაა ყველა პოლიტიკური პოზიციისა და სრულიად განსხვავებული ადამიანების გაერთიანებისთვის, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების პლატფორმა 

magti 5g