LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: დღეს სააკაშვილთან ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სადმე გაგიგონიათ? 

3496
Untitled design

„ბოლო პერიოდში ვაკვირდები და როგორც ჩანს, ვიღაცას სურს, მიხეილ სააკაშვილი მორალურად დაამარცხოს, მთელი რიგი ისეთი ნაბიჯები იდგმება.. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლებელია, ორმაგ ტყვეობაში იყოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს ბევრი „მიხეილ სააკაშვილის გამოყენებას ცდილობს“.

„მნიშვნელოვანია, რომ მისი სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული.

დღეს [სააკაშვილთან] ძალიან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სადმე გაგიგონიათ?

ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ, დღეს ხსენებაც არ აქვთ.. არ ვიცი, ცდილობენ მხოლოდ და მხოლოდ [მიხეილ სააკაშვილის] სახელი გამოიყენონ და ასე მოიპოვონ რამდენიმე ოპოზიციური მანდატი პარლამენტში.

ეს არის დაცინვა, მოტყუება და ნაცრის შეყრა პოლიტიკური პატიმრისთვის, ეს მე ნამდვილად მტკივა. პარტიაში ტყუილი არავისთვის მიკადრებია, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილისთვის.

რასაც ახლა ვაკვირდები, უბრალოდ კაპიტალიზირებენ, თითქოს ანაღვლებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სოფო ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილი მზადაა ყველა პოლიტიკური პოზიციისა და სრულიად განსხვავებული ადამიანების გაერთიანებისთვის, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების პლატფორმა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g