საიტზე PartCatalog.com გაჩნდა გიფი, სადაც ფორმულა ერთის McLaren-ის გუნდის ყველა ბოლიდის ევოლუციაა ნაჩვენები. გიფში შესაძლებელია სულ პირველი ავტომობილიდან დაწყებული თანამედროვე ავტომობილით დასრულებული ყველა მოდელის ნახვა.
McLaren-ის დებიუტი მონაკოში 1966 წელს შერდგა. მთლიანობაში გუნდი სტარტზე 800-ზე მეტჯერ გავიდა და 182 რბოლა მოიგო. კოლექტივს 15 კონსტრუქტორთა თასი აქვს მოგებული, ხოლო მისმა პილოტებმა 12-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი. გასულ წელს ”მაკლარენი” მეექვსე გახდა, წელს კი სამი გრან პრის შემდეგ გუნდი ბოლო, მეათე პოზიციაზეა.