LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ფლორიდის სანაპიროზე 10.8 მილიონად სახლი იყიდა: 8 საძინებელი, სატრენაჟორო, სპა, აუზი…

158
091123-Lionel-Messi-Fort-Lauderd

ლეო მესიმ აშშ-ში სახლი იყიდა.

უძრავი ქონების სიახლეებზე სპეციალიზებული საიტი The Real Deal აცნობებს, რომ მესი და მისი ცოლი ანტონელა როკუცო ქალაქ ფორტ-ლოდერდეილის სანაპირო ზოლზე სახლის მფლობელები გახდნენ.

შენობის ფართობი 975 კვ/მ-ია. ის ოკეანეს სანაპიროზე მდებარეობს. აქ არის 8 საძინებელი, სატრენაჟორო დარბაზი, სპა ოთახი, ნაკვეთზე კი აუზიცაა. ასევე სახლის მფლობელებს უშუალო გასასვლელი ექნებათ ორ ნავმისადგომთან.

სახლი 1988 წელს აშენდა და 2000 წელს გაფართოვდა. ყოფილმა მეპატრონეებმა ის შარშან 9 მილიონად იყიდეს და ახლა მესის ოჯახს 10.8 მილიონად მიჰყიდეს.

სახლი „ინტერ მაიამის“ სტადიონთან და საწვრთნელ ბაზასთან 5 მილშია.

ფორტ-ლოდერდეილი საკურორტო ქალაქია სამხრეთ ფლორიდას აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც მაიამისა და უესტ-პალმ-ბიჩს შორის მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები