LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა

151
UTD Grant

საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანიც ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაა.

პროგრამა განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მეწარმეების, სტარტაპერების, სოციალური საწარმოების, მედია საშუალებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს ერთიანობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი სხვა აქტორებისთვის.

საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას:

სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით: თანასწორი მონაწილეობა საჯარო პოლიტიკასა და სამოქალაქო პროცესებში; საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური პოლიტიკა; განათლების ხარისხის/ხელმისაწვდომობის ზრდა და ქართული ენის სწავლება; უფლებების დაცვა; დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა; მრავალფეროვნების, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია; ინტერკულტურული დიალოგი და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში.

ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით: მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების, სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სხვა კერძო აქტორების მხარდაჭერა; ფინანსურ რესურსებზე, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება; ბიზნეს ასოციაციების საქმიანობის გაძლიერება რეგიონებში; პროფესიულ განათლებაში უმცირესობების ჩართულობის ზრდა ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის, კავშირებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.

საგრანტო პროგრამა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს აქტორებს სთავაზობს საგრანტო დაფინანსებასა და თანადაფინანსებას (ბიზნეს ინიციატივების შემთხვევაში) $120,000-ის და მაქსიმუმ 18 თვის ფარგლებში.

საგრანტო პროგრამა ფუნქციონირებს ღია კარის პრინციპით. ყველა საპროექტო მხარდაჭერა გაიცემა და განხორციელდება 2026 წლის 15 დეკემბრამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g