„პოლაროიდი“ ახალ კამერას I-2 Instant Camera-ს უშვებს. მისი ობიექტივი იაპონელ ოპტიკურ ინჟინრებთან ერთად შეიქმნა, მას სამ ლინზიანი სისტემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კადრები რეალურთან ძალიან მიახლოებული იქნება.
ავტო ფოკუსირებისა და LiDAR ტექნოლოგიის გაერთიანებით, ის მარტივად ადაპტირდება განათების სხვადასხვა პირობასთან, გადაღების რეგულირებადი რეჟიმებით კი ფოტოგრაფებს კრეატიული თავისუფლების უფრო დიდ მასშტაბს სთავაზობს.
ახალ აპარატს Bluetooth კავშირიც აქვს, რითაც მომხმარებლებს საშუალებას აქვს, კუთვნილ აპლიკაციას დაუკავშირდეს.