კომპანია Toyota მფრინავ ავტომობილზე მუშაობს, პირველი პროტოტიპები მომავალ წელს გამოჩნდებიან, 2020 წლისთვის კი ავტომობილი ტოკიოში, ოლიმპიური ცეცხლის ანთებაში მიიღებს მონაწილეობას.
მწარმოებელმა მფრინავ ავტომობილ Skydrive-ში 375 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა, პროექტი 2012 წელს ახალგაზრდა ინჟინერებმა წამოიწყეს და თავდაპირველად მოხალისეების დონეზე ვითარდებოდა.
ავტომობილის სიგრძე 2,9 მეტრია, სიგანე 1,3 მეტრი, მას სამი ბორბალი და ოთხი როტორი ექნება, რომელიც ასი კილომეტრ/საათის განვითარებას 10 მეტრს სიმაღლეზე შეძლებს. სავარაუდოდ ავტომობილი უპილოტო მართვის სისტემითაც იქნება აღჭურვილი.