LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford საშუალებას მოგცემთ ავტომობილში იმღეროთ

39

კომპანია Ford სიმღერის მოყვარულებს დაეხმარება ავტომობილში იმღერონ. კვლევების შედეგად, რომელიც აუდიოსერვისმა Spotify ჩაატარა, დადგინდა, რომ მარტო მგზავრობისას, ავტომობილისტები თავიანთ საყვარელ მუსიკალურ ბადეს უსმენენ, ხმას უმატებენ და თავადაც მღერიან. მრავალი ავტომოყვარული ავტომობილს აღიქვამს როგორც სპეციალურ ადგილს მუსიკის მოსასმენად.

სწორედ ამიტომ, Ford Fiesta-ს ფუნქციონალურ პაკეტს აუდიოსისტემა B&O Play დაემატა. ახალი მულტიმედიური მოწყობილობა Fiesta-ს აღჭურვილობათა სიაში შედის და ამ კლასისთვის ყველაზე დიდი სიმძლავრით გამოირჩევა.

ინჟინრები თითქმის მთელი წლის განმავლობაში 5000-ზე მეტ კომპოზიციას უსმენდნენ, რომ ჟღერადობის უმაღლესი ხარისხი მიეღოთ. ამიერიდან მძღოლები შეძლებენ გზაში ნამდვილი რელაქსაცია განიცადონ.  აუდიოსისტემამ უმაღლესი ხარისხის 10 ხმის გამაძლიერებელი მიიღო, რომელიც ავტომობილის სალონშია განაწილებული. სისტემის დამატებით სწრაფ მუშაობას ციფრული პროცესორი უზრუნველყოფს, რომელიც ბგერას 200 მილიმეტტრიან ”დინამიკში” ამუშავებს ეს კი იძლევა შეგრძნებას, თითქოს მუსიკალური სცენის ზომა სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებს აღემატება. B&O PLAY-ის მართვა Ford SYNC 3-სა და 8 დიუიმიანი თაჩსქრისნის საშუალებით ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები