LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყარაბაღელი სომხები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დათანხმდნენ

136
ყარაბაღი

სომხების სეპარატისტული ძალები მთიან ყარაბაღში დათანხმდნენ პირობებს, რომლებიც ბრძოლის ველზე აზერბაიჯანის არმიასთან წარუმატებლობის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა შესთავაზეს. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება სეპარატისტებმა 24 საათის შემდეგ მიიღეს, მაშინ, როცა აზერბაიჯანის შეტევას ანკლავის კონტროლისთვის, ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.

სეპარატისტთა სომხურმა ძალებმა ყარაბაღში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები, დაიპყრო სტრატეგიული საგზაო კვანძი, მაშინ როცა მსოფლიო გვერდით იდგა და არაფერს აკეთებდა.

ფაშინიანი: „აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს - სომხეთი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს“

ქვეყნის საგარეო უწყებამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად, არაორაზროვანი ნაბიჯები გადადგან.

თვითაღიარებულმა „არცახის რესპუბლიკამ“ განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ შეეწყვიტა საომარი მოქმედებები.

„არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ალიევის ადმინისტრაცია: არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება

მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმება საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტაზე  20 სექტემბრის 13:00 საათიდან.

ბაქომ მოითხოვა, რომ სეპარატისტული პოლიტიკური ხელისუფლება ყარაბაღში, რომელიც საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, დაიშალება მანამ, სანამ რეგიონის მომავალზე რაიმე მოლაპარაკება დაიწყება, რომლის სრული ინტეგრაციაც აზერბაიჯანს სურს. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი მედვედევი ნიკოლ ფაშინიანზე: „გამოიცანით, რა ბედი ელის მას…“

„მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სომხების გენოციდი არ ყოფილა და ფაშინიანის მისია ამ მიწაზე შესრულდება – იუდას ბედი შესაშურია“ – სიმონიანი ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას ეხმაურება

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g