კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას ეხმაურება და telegram არხზე წერს:
„ყარაბაღი. ტრაგიკული, უიმედო და პროგნოზირებადი.
სომხეთის ხელისუფლებამ სომხური სალოცავი საკუთარი ხელით გადასცა.
მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სომხების გენოციდი არ ყოფილა და ფაშინიანის მისია ამ მიწაზე შესრულდება.
იუდას ბედი შესაშურია“. – წერს სიმონიანი.
ინფორმაციისთვის, სომხური წყაროები ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე იუწყებიან.