LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკ ნორისი Fiat-ის ელჩი გახდა

87

Fiat Professional-ის კომერციულმა განყოფილებამ ბრენდის ახალ ელჩად ჩაკ ნორისი აირჩია. 77 წლის მსახიობი მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებასა და სარეკლამო კამპანიაში მიიღებს.

ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, ჩაკ ნორისის გარეგნობა ყველა იმ თვისებას ასახავს, რაც Fiat-ის კომერციული ავტომობილებისთვის არის დამახასიათებელი”.

გარდა ამისა, მსახიობზე არჩევანი სოციალურ ქსელებში მისი პოპულარობის გამოც შეჩერდა. მაგალითად, მის ფეისბუქ–გვერდს თითქმის 6,5 მილიონი გამომწერი ჰყავს.

იტალიური ბრენდი ფინანსურ მხარეზე არ საუბრობს და ამიტომ უცნობია რა გადაუხადეს მსახიობს სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები