LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა მოსიარულე სავარძელი დააპატენტა

84

Ford-მა მოსიარულე ავტო-სავარძელი დააპატენტა. ამერიკულმა კომპანიამ უცნაური სავარძლის დარეგისტრირება ნოემბერში დაიწყო და ახლახანს დაამთავრა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სავარძელს აქვს ფეხების მსგავსი მოწყობილობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რომ ავტომობილიდან გადმოვიდეს და ადამიანი სასურველ ადგილას წაიყვანოს.

როგორც მოსიარულე სავარძლის შემქმნელები აცხადებენ, მოძრაობის დროს მათი ქმნილება ჩვეულებრივი სავარძლისგან არაფრით განსხვავდება. განაცხადში ასევე ნათქვამია, რომ მოსიარულე მოწყობილობის გამოყენება სხვა მიზნითაც შეიძლება, მაგალითად – მისი საშუალებით საკმაოდ მძიმე წონის ტვირთის გადატანაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფორდმა ჭერში დამონტაჟებული  უსაფრთხოების ბალიშებიც დააპატენტა და ამ მოწყობილობის მეშვეობით ავტომობილით მზგავრობა საშიში აღარ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები