LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღონისძიებები 3 ლოკაციაზე ჩატარდება“ – როგორია თბილისობა 2023–ის განრიგი

351
Untitled design (1)

თბილისობა 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

დღესასწაულთან დაკავშირებით კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, ღონისძიებები 3 ადგილზე ჩატარდება.

„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება.

რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე.

ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია.

გარდა ამისა, 30 სექტემბერს, რიყეზე დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველში – მიუზიკლი.

ამავე დღეებში, ორბელიანის მოედანზეც იმოქმედებს კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00-საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურება:

რიყის პარკი

30 სექტემბერი და 1 ოქტომბერი

12:00 – 22:00

  • მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები
  • გასტრონომიული ფესტივალი
  • სამეწარმეო მარკეტი
  • ღვინის ფესტივალი
  • მხიარული სტარტები
  • საბავშვო კონცერტები
  • საბავშვო – გასართობი და სპორტული აქტივობები
  • ატრაქციონები

30 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

  • 13:00 – 14:00 – ნუკრი კაპანაძის საბავშვო სტუდია
  • 14:00 -15:00 – ,,ჟოზეს წარმოდგენა“

1 ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

  • 13 :00 – 14:00 – გიგი გეგელაშვილის საბავშვო სტუდია
  • 14:00 – 15:00 – N სტუდიო

30 სექტემბერი

  • 16:00 – 21:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
  • 21:00 – 23:00 – კონცერტი ,,ჩემი თბილისი“

1 ოქტომბერი

  • 20:00 – მიუზიკლი „და, აი ჩვენც აქ ვართ, – მამა მია!“

ორბელიანის მოედანი

30 სექტემბერი და 1 ოქტომბერი

12:00 – 22:00

  • „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “
  • მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები
  • კაფე „ლაღიძის წყლები”
  • საბავშვო კონცერტები
  • საბავშვო – გასართობი აქტივობები
  • ტკბილეულის ფესტივალი
  • კვების ზონა „ქარავანი ორბელიანზე’’
  • ინსტალაცია ,,თბილისური სუფრა“
  • წიბახას სამაგიდო თამაშები
  • გასტრონომიული ფესტივალი ,,ისპანახობა“,
  • თეატრალიზირებული პერფორმანსი “თბილისური ტრადიციები“

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ განთავსებულ სცენებზე, მუსიკალური შემსრულებლები, ბენდები და საბავშვო სტუდიები კონცერტებს გამართავენ:

30 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

  • 13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
  • 15:00 – 18:00 – Dj Haverdi
  • 18:00 – 20:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
  • 20:00 – 21:00 – TORCHO&NIKALA
  • 21:00 – 23:00 – ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე

30 სექტემბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

  • 12:00 – 15:00 – Dj Kevana
  • 15:00 -16:00 – ბიგ ბენდის კონცერტი
  • 16:00 – 19:45 – Dj Yamoc
  • 21:30 – 22:30 – ,,MAIKERU”

30 სექტემბერი – საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

  • 12:00 – 13:00 – ,,ბასტი-ბუბუ”
  • 13:00 -14:00 – ,,ანა-ბანა”
  • 14:00 – 14:40 – ,,ექსპერიმენტიორიუმის” შოუ
  • 14:40 – 15:40 – ,,ნია სტუდიას“ კონცერტი

1 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

  • 13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი
  • 15:00 – 18:00 – Dj Dariani
  • 18:00 – 20:00 – დრამ სქულის პერფორმანსი
  • 20:00-21:00 – სანდრო ნიკოლაძე “Jam Session Georgia”
  • 21:00-22:00 – ,,TAMADA”

1 ოქტომბერი- ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

  • 12:00-15:00 – Dj Makara
  • 15:00 -17:00 – Dj Tobaco Tween
  • 17:00 -19:00 – Dj Levi Love Disco
  • 19:00-20:00 – კონცერტი ,,შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ”
  • 21:00 – 22:00 – ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი ,,თაობა“-ს დახურვა, SKAZZ

1 ოქტომბერი საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

  • 12:00 – 13:00 – ,,ბზიკების სტუდია“
  • 13:00 -14:00 – ,,ვოკალის აკადემია“
  • 14:00 – 16:00 ,,ქენდი სტუდია“

აბანოთუბანი

30 სექტემბერი და 1 ოქტომბერი

  • 12:00 – 20:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“

30 სექტემბერი

  • 20:00 – საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი პირდაპირი ეთერში გადაიცემა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g