LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის, ახლა, ასეთ კაცს რომ აშინებ, 2 მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები“ – მდინარაძე

161
fot

„ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად“, – ასე აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებას, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად სწორი“ უწოდა, ხოლო შეკითხვაზე, ოთარ ფარცხალაძის შემდეგ ელის თუ არა ხელისუფლება სხვა მაღალჩინოსნის ან ყოფილი მაღალჩინოსნის დასანქცირებას, მდინარაძემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.

„ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონა „ფსბ“-სთან ერთად საქართველოში ანტიდასავლური მოქმედებებისთვის დაასანქციერეს – ბევრის ადგილას შემეშინდებოდა“ – ხოშტარია ფარცხალაძეზე

„გამორიცხული არაფერი არ არის.. მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, ყოველდღე გვაშინებენ. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის 2011-2012 წლებში და ახლა ასეთ კაცს რომ აშინებ, ორი მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა..

„არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ…ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში” – მდინარაძე

ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რით უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს, მაგრამ როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება.

ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება, ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ ყველა შემთხვევაში საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„საკუთარი ქვეყნისთვის 300 დოლარიც რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, სამარცხვინოა“ – კობახიძე ჟურნალისტს

 

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g