LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონა „ფსბ“-სთან ერთად საქართველოში ანტიდასავლური მოქმედებებისთვის დაასანქციერეს – ბევრის ადგილას შემეშინდებოდა“ – ხოშტარია ფარცხალაძეზე

130
ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის, რის გამოც ფარცხალაძის წინააღმდეგ ასეთი ზომა გამოიყენეს, ბევრისთვის შიშის საფუძველი უნდა იყოს.

თინა ხიდაშელი: „ფარცხალაძის დასანქცირება პრემიერ-მინისტრის პირდაპირი გაფრთხილებაა, რადგან ის პრემიერ-მინისტრის ძმაკაცია“

„სანქციაც არის და სანქციაც. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ცალკე გამოყოფილია თავი რუსეთის მავნებლურ გავლენაზე საქართველოში, სადაც სწორედ ოთარ ფარცხალაძე არის მხილებული ფსბ-სთან [„ეფესბესთან“] ერთად სპეცოპერაციაში, რომ საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი.

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს

ანუ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონა დაასანქციერეს ფსბ-სთან ერთად საქართველოში ანტიდასავლური მოქმედებებისთვის. ბევრის ადგილას შემეშინდებოდა“. – წერს ელენე ხოშტარია.

სამიზნეში ვიღებთ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.. ვასანქცირებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს – ენტონი ბლინკენი

 

 

გამოყენებულია ტვ „ფორმულას“ და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები