LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამიზნეში ვიღებთ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.. ვასანქცირებთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს – ენტონი ბლინკენი

243
ფორტუნა - 2023-09-14T221208.786

სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი შეჰყავს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში წერია.

ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით კიდევ 150-ზე მეტი კომპანიასა და პირს ასანქცირებენ.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით აშშ-ის ხელისუფლება სამიზნეში იღებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ, და ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ენერგეტიკის სამომავლო წარმოების გაძლიერებაზე.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელზეც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (“ეფესბემ”) ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენისთვის ზემოქმედება მოახდინა”, – წერს ბლინკენი.

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g