LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივედი სახლში და დილამდე ვტიროდი.. არცერთი წამით არ დამიშვია, რომ ვერ გავუძლებდი“ – როგორ დაამარცხა მაკა ნიგურიანმა სიმსივნე

191
Untitled design

„სიმსივნე განაჩენი არ არის, არცერთი წამით არ დამიშვია, რომ მე ამას ვერ გავუძლებდი,“ – მაკა ნიგურიანი ტელეკომპანია „პირველ არხთან“ საუბრისას იხსენებს, როგორ დაამარცხა სიმსივნე და რა პროცესებს უკავშირდება დაავადებასთან ბრძოლა.

როგორც 44 წლის მაკა ამბობს, დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მეტად საქმე და ადამიანებთან კომუნიკაცია დაეხმარა.

„ვარ ძალიან აქტიური, ენერგიული. ჩემი საქმე დამეხმარა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში.

დამიდგინდა მარჯვენა მკერდის სადინროვანი კარცინომა.. მეორე სტადია. ჩემი საქმე აღმოჩნდა მთავარი მოტივატორი, რომ გადავრჩენილიყავი.

დიაგნოზის გაგებიდან პირველი 15 წუთი ძალიან ბევრი ვიტირე, მივედი სახლში და დილამდე ვტიროდი.

მეორე დღიდანვე დავიწყე მკურნალობა, გავიარე ქიმიის 8 კურსი.

არცერთი წამით არ დამიშვია, რომ მე ამას ვერ გავუძლებდი. ოპერაცია გავიკეთე სრულიად მარტომ, მეხმარებოდნენ, მაგრამ მე მინდოდა რომ მარტო ვყოფილიყავი ამ ბრძოლაში და მარტოს მომეპოვებინა ეს გამარჯვება.

ყველამ საკუთარ თავს უნდა უსმინოს და მიჰყვეს.

ყველა ონკოპაციენტს ვინც ახლა ამ გზა გადის, ვეტყვი, რომ განწყობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა – ისე უნდა გააგრძელო ცხოვრება როგორც მანამდე იყავი.

ერთი დღეც კი არ გავჩერებულვარ სულ ვმუშაობდი. მეტსაც გეტყვით, თავი რომ გადავიპარსე არასდროს არ გამიკეთებია პარიკი და არ მაწუხებდა თუ ვინმე იფიქრებდა, რომ აი საწყალი.

მინდოდა ხალხს დაენახა, რომ მე საწყალი კი არ ვარ, მე უბრალოდ გავდივარ ამ განსაცდელს, თუმცა ყველაფერი კარგად არის. ეს იმას არ ნიშნავს რომ სიმსივნე განაჩენია.

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – სიმსივნემდე და სიმსივნის შემდეგ.

ამაყად ვამბობ, რომ მე ეს გადავლახე,“ – ამბობს მაკა ნიგურიანი.

 

მე დავამარცხე კიბო – მაკას ისტორია

მე მარტომ მოვიპოვე ეს გამარჯვება | მე დავამარცხე კიბო – მაკას ისტორია

#პირადიექიმი

Posted by პირველი არხი on ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g