აშშ-ში აუქციონიდან გაყიდეს ორი ბილეთი სპექტაკლზე, რომელსაც აშშ-ს მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი დაესწრო. ამაზე New York Post წერს.
ფორდის თეატრში 1865 წლის 14 აპრილის სპექტაკლის „ჩვენი ამერიკელი ბიძაშვილის“ ბილეთები უცნობმა კოლექციონერმა 262 ათას დოლარად იყიდა ბოსტონში გამართულ RR Auction-ზე. სწორედ ამ სპექტაკლის დროს დაჭრეს აშშ-ს პრეზიდენტი – ჯონ უილკსმა თავში პისტოლეტი ესროლა. მეორე დილით ლინკოლნი გარდაიცვალა.
ორი ბილეთი ბელეტაჟის ლოჟაშია 41 და 42 ადგილებზე D სექციაში.
წინა ჯერზე ეს ბილეთები 2002 წელს გაყიდეს და მაშინ მასში 73.6 ათასი დოლარი გადაიხადეს.
კიდევ ერთი ასეთი ბილეთი ჰარვარდის უნივერსიტეტში ინახება. სწორედ ის გამოიყენეს გაყიდული ბილეთების ნამდვილობის დასადგენად.