LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: „რა სკანდალი ნახეთ ამაში, რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს ფაქტის კონსტატაციაა“

144
Untitled design (1)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც მან რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გააკეთა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

ლავროვი: როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, ღარიბაშვილის მთავრობასთან ავიამიმოსვლის განახლებაზე შევთანხმდით 

პრემიერ-მინისტრის თქმით, „რაც ლავროვმა თქვა, ფაქტის კონსტატაციაა“.

„ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვი მიხვდება. მანამდე გაგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა მოხდა გაფორმება შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან.

ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ?“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, როდესაც მათ დაინახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, ისინი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g