Toyota მუშაობს ახალ სისტემაზე, რომელსაც გულის შეტევის ამოცნობა შეეძლება. იაპონურმა კომპანიამ დაიწყო ახალი ტექნოლოგიის კვლევა, რომლის მიზანიც მძღოლის ცუდად გახდომის შემთხვევაში ავტომობილის სწრაფად გაჩერება და ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება იქნება.
ფაქტია, რომ გულის შეტევა ძალიან სერიოზული პრობლემაა და ის საფრთხეს არამხოლოდ საჭესთან მყოფ ადამიანს, არამედ სხვა მგზავრებსაც უქმნის. მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ შექმნილ სიახლეს კი მძღოლის ფიზიოლოგიის ანალიზი შეეძლება და საშიშროების შემთხვევაში ავტომობილი თავისით გაჩერდება.
ამ მომენტისთვის სპეციალისტები პირველ ექსპერიმენტებს ატარებენ და თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, Toyota-ს ახალი სისტემა 2020 წლისთვის დაინერგება.