LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლოდ საუკეთესო მიმართულებები დაასახელეს

137
uae-fujairah-top-attractions-al-aqah-beach-snoopy-island

ტურსააგენტოები საახალწლო დასვენებისთვის ჯავშნის გაკეთებას უკვე ოქტომბერში ურჩევენ, რადგან დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად თავისუფალი ადგილები იკლებს და ფასი კი იმატებს.

ტურისტულ ბიზნესით დაკავებული ხალხი დამსვენებლებს სთავაზობენ ეგვიპტეს, არაბეთის საამიროებს, შრი-ლანკას, კუბას, ვენესუელას, ინდოეთს, ტაილანდს, ვიეტნამს.

წელს შედარებით ბიუჯეტური გამოდის ეგვიპტე და საამიროები, თუმცა ეგვიპტის უპირატესობაა სისტემა „ყველაფერი შედის“.

მართალია დეკემბრის ბოლოს ეგვიპტეში ქარი იცის, ზღვაც ცივია, მაგრამ საახალწლოდ ტემპერატურა 22-24 გრადუსია. თუ აუზიც დამაკმაყოფილებელია, მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ თუ ტურისტებს ზღვა სურთ, მაშინ ჯობს საამიროებში ფუჯეირას რეგიონის არჩევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები