LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება“ – ასლან ბჟანია

140
Untitled design (4)

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს დროში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი განთავსდება“, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყოველივე ეს მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ნიშნავს, როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის პირველადი ინტერესების უზრუნველყოფას.

უსაფრთხოება კი ყველაზე მნიშვნელოვანია.. ამასთან, არის საკითხები, რაზე საუბარიც არ შემიძლია,“ – აღნიშნა ბჟანიამ.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხზე ბჟანია 2023 წლის ზაფხულშიც საუბრობდა.

იმდროინდელი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის [რაც ხელმოწერილი შეთანხმებით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა] რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე აფხაზეთმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ სანაცვლოდ რუსეთი იჯარით იღებდა ამ ტერიტორიებს, რაც, ბჟანიას თქმით, არასწორი ნაბიჯი იყო სოხუმის მხრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g